ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ვილიანი სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანი, შესაძლოა, ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელის ხილვა მანკუნიანელთა შემადგენლობაში მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ჩაუდგება კლუბს სათავეში. "იუნაიტედი" ვილიანის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

წელს ვილიანის ანგარიშზე 35 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული