რაშფორდის პერსპექტივა: ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელფასი 15-ჯერ გაუზარდეს

AutoSharing Option
სადაცაა, მარკუს რაშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. 18 წლის ვუნდერკინდი საფეხბურთო სამყაროში უცბად ელვასავით შემოიჭრა და ყველა გააოცა.

მან პრინციპულ შეხვედრებში, მაგალითად, "არსენალთან" და "სიტისთან" შესანიშნავად ითამაშა და ლამაზი გოლებიც გაიტანა. რაშფორდს როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრებშიც კი უხმო და მარკუსმა ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩში სანაკრებო დებიუტი გოლით აღნიშნა, მას ამისთვის სულ რაღაც 138 წამი დასჭირდა.

მოკლედ, ამ ახალგაზრდა ტალანტზე მთელი საფეხბურთო სამყარო ალაპარაკდა, "წითელ ეშმაკებს" კი გაახსენდათ, რომ კონტრაქტში უნდა ჩაეხედათ და აღმოაჩინეს, რომ მასთან მოქმედ შეთანხმებას ვადა ერთ
წელიწადში გასდიოდა.

ასე რომ, კლუბი საჩქაროდ დაფაცურდა, ვინმემ მარკუსის წაყვანა აზრად არ გაივლოს, თანაც იაფად ან უსასყიდლოდო და მანჩესტერელები ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს ამზადებენ. როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე რაშფორდს ხელფასი კვირაში 20 ათას ფუნტამდე გაეზრდება, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს...

სავარაუდოდ, დღე-დღეზე გაფორმდება ახალი შეთანხმება კემერონ ბორტვიკ-ჯექსონთანაც, რომელმაც ლუი ვან გაალის ხელში 14 მატჩი დააგროვა. მოქმედი კონტრაქტი 19 წლის მცველსაც ერთ წელიწადში უმთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული