20 წლის ფორვარდმა ხმების 49% დააგროვა და უეინ რუნისა (36%) და ანტონიო ვალენსიას (15%) გადაუსწრო.
გამოკითხვაში მონაწილეობა 100 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო.
ეს ჯილდო ფრანგი ფორვარდისთვის ინგლისურ კლუბში მეორე გახდა. ფანებმა ის საუკეთესოდ 2015 წლის დეკემბერშიც დაასახელეს.
გასულ თვეს მარსიალმა 4 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.