ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" პირველი ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელი ილქაი გუნდოგანი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

25 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდოგანის ტრანსფერი "სიტის" 26 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ბონუსების ხარჯზე შესაძლოა თანხა 29 მილიონამდე გაიზარდოს.

"აღფრთოვანებული ვარ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლით. როგორც კი გავიგე მათი ინტერესის შესახებ, იმ წუთშივე მოვისურვე ამ გუნდში გამოსვლა.

ძალიან მინდა ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობა. მიხარია, რომ "სიტის" პირველი ტრანსფერი გავხდი ამ ზაფხულს. ქომაგებს ვპირდები, თავს არ დავზოგავ, რომ
ინგლისში და ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულები მოვიპოვო.

მინდა მადლობა გადავუხადო "ბორუსიას" და მათ გულშემატკივრებს იმ შესანიშნავი წლებისთვის, რაც იქ გავატარე", - თქვა გუნდოგანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დზაან კაი) თუ კომანს და ალკანტარასაც გამოატანენ პეპს ვაფშე მაგარია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული