კლოპი იგუაინის აგენტთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი უახლოეს პერიოდში მერსისაიდულ "ლივერპულში" გადაბარგდება.

როგორც beIN Sports-ი იტყობინება, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არგენტინასა და ჩილეს შორის კოპა ამერიკაზე გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა საინტერესო ისაა, რომ შეხვედრას თვალყური გერმანელმა სპეციალისტმა იგუაინის აგენტთან ერთად ადევნა.

წყაროს ცნობით, საბოლოო დეტალები სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა და იგუაინი რამდენიმე დღეში "ლივერპულს" შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული