"ასტონ ვილას" ახალი მფლობელი: 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" ახალმა ფლობელმა ტონი ცზიანტუნ სამ კლუბის გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერლიგაში მალევე დაბრუნება. სასურველია, რომ ეს პირველივე სეზონში მოხდეს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი მომავლისთვის.

მინდა, რომ ჩვენი მასშტაბის კლუბი ევროპულ არენაზე 5 წელიწადში დაბრუნდეს და 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. გპირდებით, რომ მომდევნო სეზონში ახალ "ვილას" ნახავთ, ისეთს არა, როგორც გასულ წელს - მეტი ენერგია და ენთუზიაზმი იქნება.

საქმე სიტყვებზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთი კლუბების ბევრ ახალ მფლობელს ხე
დავდა, რომლებიც დაპირებებით მოდიოდნენ და არაფერს ასრულებდნენ.

მე არ ვფიქრობ, რომ "ასტონ ვილას" მასშტაბური წმენდა სჭირდება. აქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და მგონია, რომ ეფექტური მენეჯმენტი ცლილებას მოიტანს", - თქვა ახალმა მფლობელმა.

ტონი სამ "ასტონ ვილა" დაახლოებით 128 მლნ ევროდ შეიძინა.

ბირმინგემელებმა 1986/87 წლების სეზონის მერე პირველად დატოვეს ინგლისის პრემიერლიგა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული