"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰენრიხ მხითარიანთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სომხეთის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანთან ოთხწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ Ruhr Nachrichten-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, სომეხი ჰავბეკი "წითელ ეშმაკებთან" ოთხწლიან ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებს, რის თანახმადაც, ახალ კლუბში წლიურად 12 მლნ ევროს მიიღებს. ტრანსფერის ფასი კი 32-36 მლნ ევროს ფარგლებში განისაზღვრება.

თავის მხრივ, დორტმუნდელები აქტიურად ეძებენ ახალ ნახევარმცველს. მათი მთავარი სამიზნე კი ანდრე შიურლეა "ვოლფსბურგიდან", თუმცა კლუბს გერმანიის ნაკრების მოთამაშის გასხვისების დიდი სურვილი აშკარად არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერე რა, ჭანტურიასაც იწვევდა ბუნდესლიგის 3 გუნდი მაგრამ ურალში გადავიდა ))))
ხო, და ვაკოს აიაქსი )))
zaza
01:41 28-06-2016
0
zaza-ს. ჭანტურიაც, ვაკოც და თვით დვალიშვილიც, რომლებიც ფეხბურთის აზრზე არ არიან, მხითარიანს მაინც მირჩემნია
llcl
07:41 28-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული