Sun Gossip: ხოსეპ გვარდიოლას კუმირი გიორგი ქინქლაძე იყო

AutoSharing Option
"ტვიტერის" გვერდი Sun Gossip-ი წერს, რომ "მანჩესტერ სიტის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ქომაგებთან შეხვედრის დროს გიორგი ქინქლაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი ქინქლაძე მისი კუმირი იყო:

"მეინ როუდი" მიყვარდა. ჩემი ოცნება იყო, "მანჩესტერ სიტიში" მეთამაშა. ქინქლაძე ყოველთვის ჩემი კუმირი იყო". გარდა ამისა, გვერდს მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები, თითქოს მისი თანაგუნდელი "ბარსელონაში" რივალდო ყოველდღე
ქინქლაძეზე ესაუბრებოდა:

"ბარსაში" რივალდო ყოველთვის ქინქლაძეზე საუბრობდა, ყოველდღე.  "მანჩესტერ სიტი" იოჰან კრიფისთვის მოდელი იყო". დავძენთ, რომ ინფორმაციის აღნიშნული წყარო არანაირ კავშირში არ არის გაზეთ Sun-თან. გვერდი თავის გამოქვეყნებულ ამბებს ახასიათებს, როგორც გადაჭარბებული მგრძნობელობისა და დადგმული ჭორების ამსახველს, რომელთა შორის ზოგჯერ ნამდვილ ახალ ამბავსაც ვხვდებით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში" 1995-დან 1998 წლამდე თამაშობდა. ქართველმა ფეხბურთელმა "ქალაქელების" მაისურით 106 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მაგარი იყო ქინქლაძე ქართული დაავადებით,სიზარმაცით! გვერდზე კარგი ფეხბურთელი ასწავლიდა პროფესიონალიზმს,სამწუხაროდ თავად ვერ ისწავლა. არადა,მართლა შეეძლო მსოფლიო დონის გამხდარიყო.
ეეეეეე
14:52 05-07-2016
0
ქინქლაძე ჯერ დადიოდა საბალეტო სკოლაში შემდეგ კი მამამ ფეხბურთზე დააწყებინა ვარჯიში, ამბობენ რომ მისის სისწრაფე და ფეხის წვერებით სირბილი, კოორდინაცია ეს ბალეტმა ასწავლა..... ჰოდა ხალხო ბალერონი ბავშვები გადმოვიბიროთ ფეხბურთზე , იქნებ მათგან მაინც დადგეს რამე...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული