"ლესტერი" ნ'გოლო კანტეს "ჩელსიში" 35 მლნ ევროდ გაშვებას დათანხმდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი სიტი" დათანხმდა ნახევარმცველ ნ'გოლო კანტეს ლონდონის "ჩელსიში" 35 მლნ ევროდ გაყიდვას. ამის შესახებ Le Parisien-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი "ჩელსისთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შესაძლოა, გარიგება უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოცხადდეს.

ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში კანტემ 37 მატჩში ითამაშა, აქედან 33 - სასტარტო შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაყუთს აკეთებს ლესტერი !
0

სიახლეები პოპულარული