ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანტონი მარსიალის სათამაშო ნომერი მიისაკუთრა

AutoSharing Option
როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, გუნდის ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის სათამაშო ნომრები მიიღეს.

შვედი ახალწვეული ზლატან იბრაჰიმოვიჩი 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე ფრანგ ანტონი მარსიალის საკუთრება იყო. თავად ფრანგს კი 11-ნომრიანი მაისური ერგო.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნომრის შეცვლა მარსიალთან შეთანხმებით არ მომხდარა, რის გამოც ფრანგი ფორვარდი გაბრაზებულია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული