რატომ ჩაიშალა ჩინეთში მანჩესტერული დერბი

AutoSharing Option
პეკინში, "ჩიტის ბუდეზე" მანჩესტერული დერბი უნდა გამართულიყო. ეს პირველი დაპირისპირება იქნებოდა ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შორის, მას მერე, რაც ისინი ახალ პოსტებზე დაინიშნენ. "ელ კლასიკოს" მანჩესტერული დერბი ჩაანაცვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური გახლდათ, რასაკვირველია, უდიდეს ინტერესს იწვევდა, მაგრამ ახლა 10 სექტემბრამდე მოგვიწევს ლოდინი, პრინციპში, არც ისე დიდი ხანი… 10-ში ეს გუნდები ერთმანეთს პრემიერლიგის ეგიდით დაუპირისპირდებიან, შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

რაც შეეხება ნახსენები თამაშის ჩაშლის მიზეზს, საქმე ის არის, რომ ჩინეთის დედაქალაქში ბოლო წლებისთვის არნახული წვიმა მოვიდა, რამაც ქუჩების
დატბორვასთან და სხვა პრობლემებთან ერთად, ისიც გამოიწვია, რომ სტადიონის საფარი გაანადგურა და იქ თამაში შეუძლებელი გახდა, უფრო სწორად, ძალიან სარისკო. მოურინიომ საფარის მდგომარეობას "ძალიან ცუდი" უწოდა, ხოლო გვარდიოლამ აღნიშნა - იმედია, არავინ დაშავდებაო.

საბოლოოდ, კლუბებმა და ორგანიზატორებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. მატჩი არ გადადებულა, არამედ ჩაიშალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული