ფრანჩესკო ტოტი იგუაინზე: ის უცხოელია, რომელიც იტალიაში ბევრი ფულის საშოვნელად ჩამოვიდა!

AutoSharing Option
იტალიური "რომას" ლეგენდარულმა ფორვარდმა ფრანჩესკო ტოტიმ გონსალო იგუაინის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი "ნაპოლიდან" ტურინში 90 მლნ ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

"ფეხბურთი ძალიან შეიცვალა - ახლა აქცენტი ფულზე კეთდება. ფეხბურთელები გუნდიდან გუნდში უფრო მეტი ფულის საშოვნელად გადადიან. დღეს ფეხბურთი ბიზნესია და არა - ვნება.

გულშემატკივარი სტადიონზე იმ ფეხბურთელის სანახავად მოდის, რომელიც ყოველთვის ერთი გუნდის გვერდითაა.

ნახეთ, რა მოხდა იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლით. ეს კატასტროფაა. თუმცა დღეს ეს სავსებით ნორმალური სიტუაციაა. უცხოელი იტალიაში ჩამოდის და სხვა გუნდში მეტი
ფულის საშოვნელად გადადის. ასეთია იგუაინიც.

თუ ოდესმე ფულზე ვიფიქრებდი, "რომადან" აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფული არ არის! ბევრჯერ მიფიქრია აშშ-ში გადასვლაზე, თუმცა გული "რომას" ეკუთვნოდა. მსურს, კარიერა ტიტულის მოგებით დავასრულო. მესმის, ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა", - განაცხადა იტალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გასაგებია რასაც ამბობთ რო ხელფასს არ თანხმდებოდაო და არც უნდა დათანხმებულიყო მაშინ როცა ამხელა ღვაწლი გაქ და არ გსურს სადმე წახვიდე
იცით რა მოდი ერთი მითხარით რა არი 5 მილიონი ???
მაშინ როცა იგუაინში 90 იხდიან 5 მილიონი სალაპარაკოა ???
ვერ გამიგია აქ ფულზე საუბრობთ და არა იმაზე თუ რამდენი წარმატება მოუტანა ტოტიმ რომას რამდენად ლეგენდარულია მისი სახელი ამ კლუბში და რამდენად ასოცირდება ტოტის გვერდით რომა გუნდი რომელიც არაფერს წარმოადგენს და ტოტის გამო უფრო ბევრმა ადამიანმა იცის ვიდრე წარმატების გამო
მის გამო ამ კლუბის ატრიბუტიკა რო გაყიდვადია ამაზე არ საუბრობთ და მის ამ ღვაწლს არ აფასებთ 5 მილიონი რა ფულია მაშინ როცა ტოტიზეა საუბარი
აი ზუსტად ეს დაკარგა მსოფლიო ფეხბურთმა
ყველა ფულზე ლაპარაკობს და არა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი და პიროვნება ამ სპორტში
ტოტი რეალში რო წასულიყო ბევრად მეტი ფული ექნებოდა ვიდრე ეხლა აქ 10 მეტად მდიდარი იქნებოდა ვიდრე ეხლაა მაგრამ არ მოიქცა ხამივით და უერთგულა ამ გუნდს მხოლოდ იმიტო რო აქ უნდოდა ყოფნა და 5 მილიონი არ უნდათ უხადონ ეხლა სასაცილოა მეტი არაფერი
მოგეწონათ კასილას რაც გაუკეთეს ან რაულს იეროს
მე არ მომწონებია და არც მომეწონება
მილანის გულშემატკივარი ვარ და ამ ყველაფერს მილანში დიდ პატივად თვლიან და თვლიდნენ სულ როცა ლეგენდას ბოლომდე აფასებ
იყო ბოლოს მომენტები რომლებიც ცოტა სხვაგვარად წარიმარტა მაგრამ აქ სულ სხვა მომენტები იყო
ყველა ვინც წავიდა მხოლოდ იმიტო რო მათი კარიერის გაგძელება ფულის კეთების საშუალება იქნებოდა
მილანს კიდე არ ქონდა საშუალება შეენახა ეს ფეხბურთელები
0
Toti legebdaa es sakitxi garchrvas ar sachiroebs
Zuka
10:48 28-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული