ფრანჩესკო ტოტი იგუაინზე: ის უცხოელია, რომელიც იტალიაში ბევრი ფულის საშოვნელად ჩამოვიდა!

AutoSharing Option
იტალიური "რომას" ლეგენდარულმა ფორვარდმა ფრანჩესკო ტოტიმ გონსალო იგუაინის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი "ნაპოლიდან" ტურინში 90 მლნ ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

"ფეხბურთი ძალიან შეიცვალა - ახლა აქცენტი ფულზე კეთდება. ფეხბურთელები გუნდიდან გუნდში უფრო მეტი ფულის საშოვნელად გადადიან. დღეს ფეხბურთი ბიზნესია და არა - ვნება.

გულშემატკივარი სტადიონზე იმ ფეხბურთელის სანახავად მოდის, რომელიც ყოველთვის ერთი გუნდის გვერდითაა.

ნახეთ, რა მოხდა იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლით. ეს კატასტროფაა. თუმცა დღეს ეს სავსებით ნორმალური სიტუაციაა. უცხოელი იტალიაში ჩამოდის და სხვა გუნდში მეტი
ფულის საშოვნელად გადადის. ასეთია იგუაინიც.

თუ ოდესმე ფულზე ვიფიქრებდი, "რომადან" აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფული არ არის! ბევრჯერ მიფიქრია აშშ-ში გადასვლაზე, თუმცა გული "რომას" ეკუთვნოდა. მსურს, კარიერა ტიტულის მოგებით დავასრულო. მესმის, ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა", - განაცხადა იტალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გასაგებია რასაც ამბობთ რო ხელფასს არ თანხმდებოდაო და არც უნდა დათანხმებულიყო მაშინ როცა ამხელა ღვაწლი გაქ და არ გსურს სადმე წახვიდე
იცით რა მოდი ერთი მითხარით რა არი 5 მილიონი ???
მაშინ როცა იგუაინში 90 იხდიან 5 მილიონი სალაპარაკოა ???
ვერ გამიგია აქ ფულზე საუბრობთ და არა იმაზე თუ რამდენი წარმატება მოუტანა ტოტიმ რომას რამდენად ლეგენდარულია მისი სახელი ამ კლუბში და რამდენად ასოცირდება ტოტის გვერდით რომა გუნდი რომელიც არაფერს წარმოადგენს და ტოტის გამო უფრო ბევრმა ადამიანმა იცის ვიდრე წარმატების გამო
მის გამო ამ კლუბის ატრიბუტიკა რო გაყიდვადია ამაზე არ საუბრობთ და მის ამ ღვაწლს არ აფასებთ 5 მილიონი რა ფულია მაშინ როცა ტოტიზეა საუბარი
აი ზუსტად ეს დაკარგა მსოფლიო ფეხბურთმა
ყველა ფულზე ლაპარაკობს და არა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი და პიროვნება ამ სპორტში
ტოტი რეალში რო წასულიყო ბევრად მეტი ფული ექნებოდა ვიდრე ეხლა აქ 10 მეტად მდიდარი იქნებოდა ვიდრე ეხლაა მაგრამ არ მოიქცა ხამივით და უერთგულა ამ გუნდს მხოლოდ იმიტო რო აქ უნდოდა ყოფნა და 5 მილიონი არ უნდათ უხადონ ეხლა სასაცილოა მეტი არაფერი
მოგეწონათ კასილას რაც გაუკეთეს ან რაულს იეროს
მე არ მომწონებია და არც მომეწონება
მილანის გულშემატკივარი ვარ და ამ ყველაფერს მილანში დიდ პატივად თვლიან და თვლიდნენ სულ როცა ლეგენდას ბოლომდე აფასებ
იყო ბოლოს მომენტები რომლებიც ცოტა სხვაგვარად წარიმარტა მაგრამ აქ სულ სხვა მომენტები იყო
ყველა ვინც წავიდა მხოლოდ იმიტო რო მათი კარიერის გაგძელება ფულის კეთების საშუალება იქნებოდა
მილანს კიდე არ ქონდა საშუალება შეენახა ეს ფეხბურთელები
acm
28 ივლისი 2016 12:57
0
Toti legebdaa es sakitxi garchrvas ar sachiroebs
Zuka
28 ივლისი 2016 10:48
0
მარტო ფული რა შუაშია, ყველა ნორმალური ფეხბურთელი ცდილობს ტიტულის მოპოვებას, ეს კაცი უკეთეს გუნდში გადავიდა რა მოხდა მერე.
ზურა
27 ივლისი 2016 22:44
0
ვინ ვინ და იგუაინი ნამდვილად არ ღირს 90 ლიმონი...
bubu
27 ივლისი 2016 18:17
0
ეს არ იყო 5 მილიონიანი ხელფასის ჩამოკლებას რომ არ თანხმდებოდა და მლს-ში გადასვლით იმუქრებოდა?
Shako
27 ივლისი 2016 17:14
0
კარგი რა ვიტომ სულ არ აინტერესებს ფული ტოტის. 5 მილიონი ჰქონდა ხელფასი და ერთ ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, ეს მაშინაც კი როცა ბოლო ორი წელი უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ზის.
ბოლოს კიდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე როცა მიდიოდა საუბრები ცოცხალი თავით არ უნდოდა ხელფასის შემცირება და მლს-ში აპირებდა წასვლას ფულის საშოვნელად.
უამრავი სტატია არსებობს ამაზე და ინტერვიუ, თუ არ რცხვენია მაინც?
shako
27 ივლისი 2016 17:13
0
ლეგენდა!
guga
27 ივლისი 2016 15:09
0
ვერ დაგეთანხმები დავით123
ჯერ ის ვთქვათ რო ვერავინ ვერავის გაუთანაბრდება
ყველა ინდივიდუალურია და გამორჩეულია ესეა არაფერი არ მეორდება
ტოტი მაგაზე რო ფიქრობდეს ვიზე წინ გამოჩნდეს
ამდენხანს მოასწრებდა რეალში მილანში იუვეში თამაშს რომლებიც იბრძოდნენ მის ასაყვანად და ყველაფერზე წავიდოდნე ეს რო გამოსვლდათ
დღეს იტალურ ფეხბურთს ყავს ბუფონი და ტოტი რომლებმაც ყველანაირი შესაზლებლობები გამოიყენეს შეაბერდნენ იმიტო რო ეს სპორტი გულიდან მოდიოდა მათში როგორც ადრე მოთამაშე ბევრ ფეხბურთელში რომლებიც ცხოვრობენ ამ სპორტით და არ ტამაშობენ იმიტო რო ფული იშოვონ
დე როსის მაგალითი რად ღIრს რო ვთქვათ ის არანაკლებია ტოტიზე და ისიც დაიმსახურებს იმას რაც ტოტიმ დაიმსახურა
მე პირადათ დღევადელ ფეხბურთს ვერ ვუწოდებ ნამდვილ ფეხბურთს მაშინ როცა გუნდის სახეები ფულზე იყიდებიან
ადრე ეს არ ხდებოდა ეხლა ხდება
მე ვერ ჩავთვლი რო ტოტი ამ ასაკში მხოლოდ იმიტო ცდილობს რამის კეთებას რო მალდინის გაუტოლდეს სრულიად შეუსაბამო ამპლუის და სტილის მოთამაშეს სულ სხვაგვარი მიგწევების მქონეს
ტოტი უკვე ლეგენდარული მოთამაშეა ეტალონი რომელმაც იტალიურ ფეხბურთში უდიდესი კვალი დატოვა თავისი ცვალებადი ხასიათით და უდიდესი შესაძლებლობებით
acm
27 ივლისი 2016 15:05
0
ტოტი კარგი ბიჭი ხარ მაგრამ ტიტული კი არა, მალდინისთან გათანაბრება გინდა მეტი არაფერი, ამას ყველა ხედავს.
დავით123
27 ივლისი 2016 14:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული