მარიო ბალოტელი კარიერას, სავარაუდოდ, ჰოლანდიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
მერსესაიდული "ლივერპულის" იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ კარიერა, შესაძლოა, ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელოს.

იტალიური წყაროების ცნობით, ბალოტელის აგენტი "ნაპოლისა" და "აიაქსის" დაუკავშირდა და თავისი კლიენტი შესთავაზა. "ნაპოლიში" ბალოტელისადმი ინტერესი არ გამოიჩინეს, "აიაქსი" კი მისი შეძენით ნამდვილად დაინტერესდა.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ამსტერდამელები "ლივერპულს" ბალოტელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას გაუკეთებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული