ოფიციალურად: ლეროი სანე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების და "შალკეს" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ლეროი სანე კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია "სიტის" ოფიციალურმა საიტმა დღეს დაადასტურა. ოფიციალური საიტის ცნობით, სანემ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გერმანელის შეძენა ინგლისელებს 37 მლნ ევრო დაუჯდათ.

"თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი მოგვარდა და დღეს აქ ვარ. ერთ-ერთი მიზეზი "სიტიში" გადმოსვლის - ხოსეპ გვარდიოლაა. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი", - განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული