ხოსეპ გვარდიოლა ლეროი სანეზე: ის განსაკუთრებული ტალანტია

AutoSharing Option
ლეროი სანეს ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში", ბოლოს და ბოლოს, გაოფიციალურდა. 20 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი "ქალაქელებს" 37 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, პლუს, შესაძლო ბონუსები. სანემ მანჩესტერულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ის განსაკუთრებული ტალანტია. საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლის თამაშის ხილვითაც, ჩემი აზრით, ჩვენი ფანები ძალიან ისიამოვნებენ" - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

სანე ევრო 2016-ზე გერმანიის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. წინა სეზონში კი ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა "შალკეს" მაისურით და გუნდის ლიდერი იყო. გელზენკირხენელებს ერთი ადგილი დააკლდათ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე.

"იგი ძალიან ტექნიკურია, ბურთთან
ერთად თავს უაღრესად კომფორტულად გრძნობს და მისი თამაშის სტილი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს. იგი სწრაფია, უყვარს თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნა, გუნდურად თამაშობს და ამავდროულად, თავადაც გააქვს ხოლმე გოლები. კარგი ხასიათი აქვს, შემართებით გადმოვიდა და ვფიქრობ, ადაპტაცია არ გაუჭირდება. იგი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს და განვითარდეს, მაგრამ უკვე გამოცდილია და გერმანიის ნაკრების წევრი გახლავთ. მიმაჩნია, რომ "სიტისთვის" შესანიშნავი შევსებაა" - დასძინა პეპმა.

"გვარდიოლა შესანიშნავი სპეციალისტია და ვფიქრობ, მას შეუძლია უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გამხადოს. ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება ახალ გარემოსთან შესაგუებლად, რადგან ეს სხვა ჩემპიონატია, სადაც განსხვავებული თამაშის სტილია, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან მალე მოვახერხებ ადაპტირებას" - განაცხადა სანემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული