ეს სიამოვნება "ქალაქელებს" 27 მილიონი გირვანქა (პლუს, შესაძლო ბონუსებითურთ, 4 მილიონის ფარგლებში) დაუჯდათ. ასე რომ, არც "პალმეირასი" დარჩა უკმაყოფილო. ჟესუსმა "სიტისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სულ ცოტა, დეკემბრამდე, ანუ სანამ ბრაზილიაში სეზონი დამთავრდება, "პალმეირასში" დარჩება იჯარის წესით.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მანჩესტერელებმა თვით "ბარსელონას" აჯობეს. ხოსეპ გვარდიოლამ მშობლიურ კლუბს ცხვირწინ ააცალა ახალგაზრდა ტალანტი, რომელსაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნაკრებში ექნება დებიუტი.
"ძალიან ბევრი ნიჭიერი
კიდევ ერთი ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც შესაძლოა, "სიტიმ" ხელში ჩაიგდოს, მარლოს მორენოა. 19 წლის კოლუმბიელმა "ატლეტიკო ნასიონალთან" ერთად ლიბერტადორესის თასი მოიგო და პეპს მისი დაბევებაც სურს.
უკვე ცნობილია ისიც, რომ მას მერე, რაც მანჩესტერელები მორენოში 4,75 მილიონ გირვანქას გადაიხდიან, ესპანურ "დეპორტივოში" გაანათხოვრებენ, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ევროპასაც შეეგუოს.
გვარდიოლას სატრანსფერო დანახარჯი კი უკვე 100 მილიონ გირვანქას ასცდა. შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ჟესუსის გარდა, "სიტიმ" ლეროი სანე, ილქაი გიუნდოგანი, ნოლიტო, ალექსანდრ ზინჩენკო და აარონ მუი დაიმატა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"