კლაუდიო ბრავო "მანჩესტერ სიტის" განკარგულებაში უახლოეს საათებში იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე კლაუდიო ბრავო უკვე ემზადება ინგლისში გასამგზავრებლად, უახლოეს საათებში კი "მანჩესტერ სიტის" განკარგულებაში იქნება, - იუწყება Sky Sports-ი.

კატალონიური კლუბი ჩილელი მეკარის "სიტიში" გაშვებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც "აიაქსს" იასპერ სილესენის ტრანსფერზე მოელაპარაკა. ეს უკანაკნელი "ბარსელონასთან" კონტრაქტს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ გააფორმებს.

შესაბამისად, "ბარსელონა" მზადაა, კლაუდიო "მანჩესტერ სიტიში" გაუშვას და ამას არც მალავს. ტრანსფერის ფასი 20 მლნ ევროთი განისაზღვრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული