ბასტიან შვაინშტაიგერი: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ბოლო ევროპული კლუბია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის ბოლო ევროპული კლუბი იქნება. სხვა კლუბებს პატივს ვცემ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო ერთადერთი კლუბი, რომლის გამო "ბაიერნიდან" წამოვედი.

მზად ვიქნები, თუ გუნდს დავჭირდები. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია ამჟამინდელ სიტუაციაში. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს დაუჯერებელი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შვაინშტაიგერმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, გერმანელი ფეხბურთელი 2.5 მილიონ ევროდ გაყიდოს. ამჟამად შვაინშტაიგერი "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდულ გუნდშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული