აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანელს რამდენიმე ევროპული კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, რომელიც თავადვე უარყო და როგორც თავად განაცხადა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მისი ბოლო ევროპული კლუბია.
- ბასტიან შვაინშტაიგერი: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ბოლო ევროპული კლუბია
აშშ-ში ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. ამიტომ იქაურ კლუბში გადასასვლელად ბასტიანმა "იუნაიტედთან" კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღოს.