"ლესტერის" სული და გული დარჩა

AutoSharing Option
"ლესტერმა" კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. რიგში დენი დრინკვოტერი გახლდათ და 26 წლის ნახევარმცველმა "მელიებთან" ახალ, 5-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდიოდა და დრინკვოტერით ლონდონის "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული. ახლა კი, დრინკვოტერმა მომავალი ლესტერშირელებს დაუკავშირა და "დეზებს" ახლო მომავალში მისი ხელში ჩაგდების შანსი ნაკლებად ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ დრინკვოტერამდე კლუბთან კონტრაქტი რიად მაჰრეზმა, ჯეიმი ვარდიმ, კასპერ შმეიხელმა, უეს მორგანმა, ენდი კინგმა და მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გაახანგრძლივეს.

"უფრო ბედნიერი ვერ ვიქნები, ამ კლუბის რიგებში თამაში მსიამოვნებს
და მიყვარს აქაურობა. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის "ლესტერთან" კონტრაქტის გაგრძელება იდეალური ვარიანტი გახლდათ და მინდა, აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე" - თქვა დენიმ.

კლაუდიო რანიერი: "რაც გუნდში მოვედი, დენი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ფანტასტიკური ადამიანია. დრინკვოტერი მნიშვნელოვანია კლუბისთვის და პოპულარულია გასახდელში, სადაც თავის სიტყვას ამბობს ხოლმე. მინდა, ჩვენთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს".

დრინკვოტერი "ლესტერში" 2012 წელს " მანჩესტერიდან" გადავიდა, "წითელ ეშმაკებში" დამკვიდრება მას არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად დაეხმარა "მელიებს" გაჩემპიონებაში და ინგლისის ნაკრებში ადგილის მოპოვების იმედიც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლესტერი და მისი ბიჭები რაღაც ისეთს აკეთებენ რაც კარგი ხანია ყველას დაავიწყდა და უკვე აღარავინ აკეთებს, ეს ხალხი და გუნდი შემიყვარდა.
giorgi
10:31 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული