"მანჩესტერ "სიტი": კლაუდიო ბრავო დაბინავდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" კლაუდიო ბრავოს ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანა. "ქალაქელებს" ჩილელის შეძენა იმაზე ცოტა მეტი დაუჯდათ, ვიდრე პრესაში ვარაუდობდნენ, "სიტიმ" "ბარსელონას" 15,4 მილიონი გირვანქა გადაუხადა და შესაძლოა, კიდევ 1,7 მილიონი გირვანქა ბონუსების სახით გაუხდეს დასამატებელი.

33 წლის გოლკიპერმა ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ბარსამ", პარალელურად, ამსტერდამის "აიაქსიდან" იასპერ სილესენი შეიძინა, რაც 11,1 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

კლაუდიო ხოსეპ გვარდიოლას პირველ მეკარედ მიჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვილი კაბალიერო და ჯო ჰარტი სათადარიგოები იქნებიან. პეპი და ბრავო ერთად დაუპირსიპირდებიან ყოფილ კლუბ "ბარსელონას", რადგან,
როგორც იცით, "სიტი" ჯგუფში კატალონიელებთან ერთად მოხვდა, სადაც ასევე "გლადბახი" და "სელტიკი" არიან. ეს "სიკვდილის ჯგუფია".

თუ კაბალიერო დუბლიორობას შეჩვეული გახლდათ, ჰარტისა რა გითხრათ. 29 წლის გოლკიპერი ასე ინგლისის ნაკრებშიც დაკარგავს ძირითადის სტატუსს, მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ… "სევილიასა" და "დორტმუნდში" მას თავად არ სურს გადასვლა, ხოლო "ევერტონი" დაინტერესებული აღარ არის. ეს მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმაც დააასტურა. ასე რომ, ჰარტმა რამე უნდა მოიფიქროს, ამისთვის კი აღარც ისე დიდი დრო რჩება.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ "მანჩესტერ სიტიში" გადმოსვლით. ვიცი, რომ ამ კლუბს შორსმიმავალი და განსაკუთრებული გეგმა აქვს და მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. იმედი მაქვს, უახლოეს წლებში არაერთ წარმატებას მივაღწევთ. ადვილი არ არის მიიღო გადაწყვეტილება "ბარსას" დარი კლუბის დატოვებისა, მაგრამ გვარდიოლასთან ერთად მუშაობის პერსპექტივა ზედმეტად კარგი იყო უარყოფისთვის" - განაცხადა ბრავომ.

პეპ გვარდიოლა: "კლაუდიო ფანტასტიკური მეკარე და გუნდისთვის შესანიშნავი შევსებაა. იგი გამოცდილია და ლიდერის თვისებები აქვს, თანას კარიერის პიკზეა. ბრავო არის მეკარე, რომლითაც წლების მანძილზე ვიყავი აღფრთოვანებული და მიხარია, რომ ახლა ის "სიტის" ფეხბურთელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰარტს მოუწევს თასებზე და ხანდახან პრემიერ ლიგაშიც თამაში, ამას კიდე ლიგაზე არ აყენებდნენ და ახლა ლიგაზეც დადგება
imereli
15:52 26-08-2016
0
გვარდიოლასთან მუშობა კიარა ბევრმა ფულმა დაგიბრმავა თვალები....
ზ უ რ ა
12:58 26-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული