"სელტიკი" და "რეინჯერსი" შესაძლოა ინგლისში 2019 წლიდან გადაბარგდნენ

AutoSharing Option
შოტლანდიური კლუბები "სელტიკი" და "რეინჯერსი" შესაძლოა ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის წევრები გახდნენ.

ინგლისის საფეხბურთო ლიგის დირექტორის, შონ ჰარვის თქმით, ამ საკითხზე ლიგის კლუბების შეკრებაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, ამ სხდომაზე პროფესიული ლიგების 5-მდე გაზრდის საკითხი განიხილება.

იმ შემთხვევაში, თუ "სელტიკი" და "რეინჯერსი" ინგლისში გადაბარგდებიან, ისინი ასპარეზობას სწორედ მეხუთე ლიგიდან დაიწყებენ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2019 წლიდან ინგლისის საფეხბურთო ლიგა ამჟამინდელი სამის მაგივრად 4 ლიგას შექმნის, მაგრამ თითოეულ დივიზიონში გუნდების რაოდენობას 20-მდე შეამცირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული