ვინ იქნება ახალი ბუნდესკაპიტანი? ესეც საინტრიგო თემაა, თუმცა დღეს შვაინშტაიგერის სპეციალურ პრესკონფერენციას მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. პირველი კითხვა მასსა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობას ეხებოდა. მოგეხსენებათ, "განსაკუთრებულმა" გერმანელი საყრდენი სარეზერვო გუნდში მოისროლა:
"ჩემი სურვილია, დავრჩე "მანჩესტერ იუნაიტედში, - ამბობს შვაინშტაიგერი. - გარწმუნებთ, ჟოზე მოურინიოსთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს. დღეს
შვაინშტაიგერის მომავალს ბევრი ამერიკულ ლიგაში (MLS) ხედავს:
"იქ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. ასე რომ, დღეს ეს თემა აქტუალური ვერ იქნება. თუმცა მომავალში ნამდვილად არ არის გამორიცხული. შეიძლება ამაზე ფიქრი", - ამბობს შვაინი.
უცნაურია, რომ "ბორუსია პარკი", სადაც დღეს გერმანია-ფინეთის მატჩი გაიმართება, შეიძლება სანახევროდაც არ გაივსოს. სამშაბათ დილისთვის მხოლოდ 20 ათასი ბილეთი იყო გაყიდული.
"ბედნიერი ვარ, რომ გერმანიის ნაკრებში 120 მატჩი ჩავატარე, თუმცა შეიძლებოდა, ეს ციფრი 175 ყოფილიყო... უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს კარიერაში. მარტო რიოს ფინალი რად ღირს... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფანებს დიდი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის", - ასე დაასრულა შვაინშტაიგერმა პრესკონფერენცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"