ცნობილია, რომ 10 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" თამაშის დროს "ოლდ ტრაფორდზე" უსაფრთხოებისთვის 400 სამართალდამცველი იზრუნებს.
როგორც Daily Mail-ი იუწყება, პოლიციელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უკვე ჩაუტარდათ და სხვათა შორის, მათ ინფორმაცია გუნდების მთავარი მწვრთნელების, ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას შორის არსებულ დიდი ხნის მტრობაზეც მიაწოდეს.