მანჩესტერული დერბის წინ პოლიციას მოურინიო-გვარდიოლას მტრობის შესახებ აცნობეს

AutoSharing Option
ინგლისური მედიის ცნობით, პრემიერლიგის IV ტურში გასამართ მანჩესტერულ დერბის პოლიცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ცნობილია, რომ 10 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" თამაშის დროს "ოლდ ტრაფორდზე" უსაფრთხოებისთვის 400 სამართალდამცველი იზრუნებს.

როგორც Daily Mail-ი იუწყება, პოლიციელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უკვე ჩაუტარდათ და სხვათა შორის, მათ ინფორმაცია გუნდების მთავარი მწვრთნელების, ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას შორის არსებულ დიდი ხნის მტრობაზეც მიაწოდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული