ტურნირის პრესსამსახურის ცნობით, ბელგიელმა ფეხბურთელმა ხმების 41 პროცენტი მიიღო.
გამოკითხვაში მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს, ანტონიო ვალენსიას (34%), "მანჩესტერ სიტის" შემტევს, რაჰიმ სტერლინგს (17%) და "ჰალ სიტის" ფეხბურთელს, კერტის დეივისს (8%) გაუსწრო.
გასულ თვეში აზარმა 3 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.