ედენ აზარი პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი აგვისტოში ინგლისური პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ტურნირის პრესსამსახურის ცნობით, ბელგიელმა ფეხბურთელმა ხმების 41 პროცენტი მიიღო.

გამოკითხვაში მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს, ანტონიო ვალენსიას (34%), "მანჩესტერ სიტის" შემტევს, რაჰიმ სტერლინგს (17%) და "ჰალ სიტის" ფეხბურთელს, კერტის დეივისს (8%) გაუსწრო.

გასულ თვეში აზარმა 3 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული