The Telegraph-ის ინფორმაციით, გრიზმანის შეძენა ლონდონის "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ. კონტრაქტის თანახმად, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 100 მლნ ევროს შეადგენს.
წყაროს ცნობით, ლონდონელები მზად არიან, გუნდის ფორვარდ დიეგო კოშტას შეელიონ, რომელსაც "ატლეტიკოში" დაბრუნების სურვილი აქვს, თუკი ეს მათ გრიზმანის გადაბირებაში დაეხმარებათ.