კლუბის შემოსავალმა 515.3 მილიონი ფუნტი შეადგინა, რომელიც რეკორდულ ოპერაციულ მოგებას ითვალისწინებს - 68.9 მილიონი ფუნტი.
"იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომლის შემოსავალმა წელიწადში 500 მილიონ ფუნტს გაადაცილა. 2015 წელს კლუბის შემოსავალი 395.2 მილიონი იყო.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩამორჩება "ბარსელონას", რომლის შემოსავალმა 570 მილიონ ფუნტს მიაღწია.
ინგლისური კლუბის შემოსავალი ინგლისის თასის მე-12-ჯერ მოგების, ტელეუფლებების გაყიდვიდან შემოსული თანხებისა და 14 ახალი სპონსორული ხელშეკრულების გაფორმების ხარჯზე გაიზარდა.
ამასთან ერთად, "იუნაიტედმა" 8.4 მილიონი ფუნტი ლუი
კლუბის სუფთა ვალმა 260.9 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.7 მილიონით მეტია.
"2016 წლის ფინანსური დასკვნა ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას აჩვენებს. რეკორდულ შემოსავლებთან მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვართ.
ძლიერმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა მოგვცა საშუალება, ინვესტია გაგვეკეთებინა გუნდის შემადგენლობაში, მენეჯმენტსა და ინფრასტრუქტურაში, რაც მოგვცემს შანსს, ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით