"სიტიმ" ტრანსფერებზე უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ლიგა 1-ის კლუბებმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბებმა ჯამში.

"სიტიმ" ტრანსფერებში 213 მლნ ევრო დახარჯა. ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენებად ჯონ სთოუნზი (55,5 მლნ), ლეროი სანე (50 მლნ), გაბრიელ ჟესუსი (32 მლნ), ილქაი გიუნდოგანი (27 მლნ), კლაუდიო ბრავო და ნოლიტო (18-18 მლნ) იქცნენ.

ფრანგულმა გუნდებმა მთლიანობაში ტრანსფერებს 191 მლნ ევრო მოახმარეს, საიდანაც 75,6 მლნ ევრო პსჟ-ს ეკუთვნის. მეორე ხარჯის კუთხით "მონაკოა", რომელმაც ფეხბურთელთა შესაძენად 42 მლნ ევრო დახარჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული