გვარდიოლას ტურესთვის უთქვამს - "სიტი" ნაგავი კლუბია, ფულით გაკეთებულიო...

AutoSharing Option
ვენსან კომპანი ისევ დაშავდა. მართალია, მან "სუონსისთან" სათასო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მაგრამ მერე ფეხი ასტკივდა.

ხოსეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ ბელგიელის ტრავმა სერიოზული არ იქნება.

"ექიმები მას შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ და დიდი იმედი მაქვს, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გამოკვლევების შედეგებს და მედიკოსების დიაგნოზს უნდა დაველოდოთ. კომპანი მინდორს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც ყოველთვის რთულია, მაგრამ მან კარგად ითამაშა", - აღნიშნა გვარდიოლამ.

"სიტის" მთავარი მწვრთნელი უარს ამბობს იაია ტურესა და მისი აგენტის, დმიტრი სელიუკთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებაზე.

ინგლისურ პრესაში ახლა ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. სხვათა შორის, გაირკვა ისიც, რომ გვარდიოლას გადაწყვეტილებების შესახებ ტურეს ჟურნალ-გაზეთებიდან გაუგია, რადგან პეპი, თურმე, პირადად მას აღარ ელაპარაკება. იაია ნაწყენი ყოფილა - არც ასეთ მოპყრობას ვიმსახურებ და არც ჩემი აგენტის სიტყვების გამო დასჯასო.

აი, სელიუკი კი არ ჩერდება და მან მორიგი განცხადებაც გააკეთა, რომლის მიხედვითაც, როცა 2010 წელს გვარდიოლას "ბარსელონამ" ტურე "სიტიში" გაყიდა, პეპს იაიასთვის უთქვამს - "სიტი" ნაგავი კლუბია, ფულით გაკეთებულიო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უფულოდ რომელი გუნდი გაკეთებულა რო?
saba
14:11 23-09-2016
0
უფულო გუნდი თუ გინდათ მეტი რა აარის ჩვენთან
mixo
13:58 23-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული