ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ასეთ გადაწყვეტილებას იმ ინფორმაციის გათვალისწინებით მიიღებს, რომელიც The Telegraph-ის ანტიკორუპციული გამოძიების შედეგად გაჩნდა. გამოძიების თანახმად ელარდაისი აზიურ აგენტს 400 000 ფუნტს ფეხბურთის ასოციაციის სატრანფერო წესების გვერდის ავლის დახმარების სანაცვლოდ სთხოვდა.
დღეს დილით კი ელარდაისი ასოციაციის ხელმძვანელებს გრეგ კლარკსა და მარტინ გლენს შეხვდა, რომელბიც შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულები არიან.
ასოციაციამ მწვრთნელის პოზიცია მოისმინა, თუმცა მის გათავისუფლებას მაინც აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ელარდაისი ინგლისის ნაკრების მთავარი
მისი ხელმძვანელობით გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი გამართა - მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში სლოვაკეთს მინიმალური ანგარიშით სძლია.