"მილანი" პეპეს ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუკი "რეალის" დატოვებას გადაწყვეტს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა პეპემ, შესაძლოა, კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი "რეალთან" 2017 წლის ზაფხულში იწურება, მადრიდული კლუბი კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს და თუ ვითარება იანვრამდე არ შეიცვალა, პორტუგალიელს მოლაპარაკებების დაწყების უფლება ნებისმიერ კლუბთან ექნება.

როგორც ირკვევა, ამ გაურკვეველი ვითარების სათავისოდ გამოყენებაზე "მილანში" ფიქრობენ. როგორც Calciomercatoweb იუწყება, "როსონერის" ხელმძღვანელობა მზადაა პეპეს მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზოს. "მილანში" ფიქრობენ, რომ უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მქონე პორტუგალიელი მცველის გვერდით თამაში იტალიური კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელების პროგრესს განაპირობებს.

წყაროს ცნობით, თუკი მოლაპარაკებები წარმატებით
დასრულდება, პეპე მილანურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 4 მლნ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული