"სუონსი" ლეროი ფერის გოლის წყალობით უგებდა "ლივერპულს", მაგრამ შესვენების შემდეგ რობერტო ფირმინომ გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა პენალტი გამოიყენა და სტუმრებს 2:1 მოაგებინა. უელსელთა იტალიელმა თავკაცმა ფრანჩესკო გვიდოლინმა დაადასტურა, რომ ამის გამო ის შესაძლოა, მოხსნან.
იურგენ კლოპი (ლივერპული): "ბედნიერები ვართ, მეორე ტაიმი ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა მთელი მატჩის განმავლობაში. "სუონსი" კარგი გუნდია, რაც მან პირველ ტაიმში დაადასტურა. მეტოქემ თამაშგარედან გაგვიტანა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. 16
"ჩელსიმ" მეორე ტაიმში გაუტანა სტუმრად "ჰალ სიტის", გოლები ვილიანისა და დიეგო კოშტას ანგარიშზეა - 2:0.
ანტონიო კონტე (ჩელსი): "ზედიდეზ ორი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. კმაყოფილი ვარ, რომ ფეხბურთელები ცდილობენ შეცვალონ სიტუაცია უკეთესისკენ. ბოლო მატჩებში ბევრს ვუშვებდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა კარი მშრალად შევინახეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ბევრს მივაღწევთ".
შესაძლოა, "ვესტ ჰემის" თავკაცი სლავენ ბილიჩიც მოხსნან, რომლის გუნდმაც შინ ვერ დაამარცხა "მიდლსბრო" - 1:1. რომ არა დიმიტრი პაიე, ლონდონელები სულაც აგებდნენ. ბილიჩმაც დაადასტურა, რომ შეიძლება გაუშვან გუნდიდან.
შაბათი. 1 ოქტომბერი
სუონსი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 ფერი (8), 1:1 ფირმინო (54), 1:2 მილნერი (84-პენ)
ჰალი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ვილიანი (61), 0:2 დ. კოშტა (67)
სანდერლენდი-ვესტ ბრ. 1:1
გოლები: 0:1 შადლი (35), 1:1 ვან აანჰოლტი (83)
უოტფორდი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 ვილსონი (31), 1:1 დინი (50), 1:2 კინგი (62), 2:2 საქსესი (65)
ვესტ ჰემი-მიდლსბრო 1:1
გოლები: 0:1 სტუანი (51), 1:1 პაიე (57)
პარასკევი. 30 სექტემბერი
ევერტონი-კრ. პალასი 1:1
კვირა. 2 ოქტომბერი
მანჩესტერი-სტოკი 15:00
ლესტერი-საუთჰემპტონი 17:15
ტოტენჰემი-სიტი 17:15
ბარნლი-არსენალი 19:30
1. სიტი - 18 ქულა; 2. ლივერპული - 16; 3. ტოტენჰემი - 14; 4. ევერტონი - 14; 5. არსენალი - 13.