Football365: დიმიტრი პაიემ გიორგი ქინქლაძის სტილში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, სადაც "ვესტ ჰემმა" "მიდლსბროს" უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა, მასპინძელთა ფრანგმა შემტევმა დიმიტრი პაიემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

შეხვედრის 51-ე წუთზე პაიემ რამდენიმე მცველი მარტივად ჩამოიშორა, რის შემდეგაც ბურთი კარში გადაგზავნა. პაიეს ასეთმა თამაშმა საიტ football365.com-ს "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფორვარდი გიორგი ქინქლაძე გაახსენა, რომელსაც დრიბლინგის ხარჯზე არაერთი ლამაზი გოლი აქვს გატანილი.

"ის, რაც პაიემ გააკეთა, ხშირად კომპიუტერულ თამაშებში ხდება. მან გიორგი ქინქლაძის სტილში გაიტანა - ზუსტად მისნაირად, მცველები პატარა კნუტებივით ჩამოიშორა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ,აფსუს გიო.
სოსო
19:56 04-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული