"მანჩესტერ იუნაიტედს" მსოფლიოში ყველაზე ძვირი შემადგენლობა ჰყავს

AutoSharing Option
შვეიცარიულმა კომპანია CIES Football Observatory-მ, რომელიც ფეხბურთელებისა და საფეხბურთო კლუბების ექსკლუზიურ მონაცემებს და ანალიზს წარმოადგენს, მსოფლიოს 5 უძლიერესი ლიგის სატრანსფერო ხარჯები დათვალა და ის გუნდები გამოავლინა, რომლებსაც ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს.

პოლ პოგბას ყიდვის შემდეგ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, პირველ ადგილზე სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა. "წითელი ეშმაკების" შემადგენლობა ჯამში 718 მილიონი ევრო ღირს.

მეორე და მესამე ადგილები მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" დაიკავეს.

სულ საუკეთესო ოცეულში პრემიერლიგის 9 კლუბია, სამი ლა ლიგის
და ორ-ორი საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე მეტი "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა, რომელმაც ფეხბურთელების საყიდლად 231 მილიონი ევრო გამოჰყო.

ხოლო 2010-დან 2016 წლამდე "ქალაქელებმა" ჯამში 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს ტრანსფერებში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული