პოლ პოგბას ყიდვის შემდეგ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, პირველ ადგილზე სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა. "წითელი ეშმაკების" შემადგენლობა ჯამში 718 მილიონი ევრო ღირს.
მეორე და მესამე ადგილები მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" დაიკავეს.
სულ საუკეთესო ოცეულში პრემიერლიგის 9 კლუბია, სამი ლა ლიგის
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე მეტი "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა, რომელმაც ფეხბურთელების საყიდლად 231 მილიონი ევრო გამოჰყო.
ხოლო 2010-დან 2016 წლამდე "ქალაქელებმა" ჯამში 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს ტრანსფერებში.