საუბარია არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბზე, რომელიც პეპმა მოიყვანა "სიტიში", არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც მანამდეც "ქალაქელების" საკეთილდღეოდ მუშაობდნენ.
თითოეულ დამხმარეს კი თავისი ფუნქცია აქვს, იტყობინება Daily Mail-ი.
გვარდიოლას ასისტენტობას უწევენ: ოთხი პირადი დამხმარე, ორი ფიტნეს-მწვრთნელი, სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, ორი ფიზიოთერაპევტი, მასაჟისტი, ეკიპირების ორი მენეჯერი, სპორტული ანალიტიკოსი, მეკარეების მწვრთნელი და ორი სპორტული თერაპევტი.