ხავიერ ერნანდესი მაგარია!

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სერ ალექს ფერგიუსონს იმედი გაუცრუეს - ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ქროულისთან" 1:0 გამარჯვების მიუხედავად სუსტად ითამაშეს. მაგრამ ის, რაც ითქმის ბებესა და გაბრიელ ობერტანზე, არ ითქმის მექსიკელ ვარსკვლავბიჭუნა "ჩიჩარიტოზე", რომელსაც სინამდვილეში, მოგეხსენებათ, ხავიერ ერნანდესი ჰქვია.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის შეხვედრებში, "ჩიჩარიტომ" კარში სულ ცამეტჯერ დაარტყა და აქედან 9 ბადეში შეაგდო - დაგვეთანხმებით, თქმა იმისა, რომ ეს ბიჭი ნიჭიერი ბიმბარდირია, მისი უნარის აღსაწერად ნამდვილად არ ყოფილა საკმარისი.

ამიტომაც არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები მშვიდად.
თუ უეინ რუნის დისკვალიფიკაციით დასჯიან, გუნდის თავდასხმას ძალა და სიმწვავე არ დააკლდება. შაბათს, "უიგანთან" მატჩის შემდეგ ერნანდესის ქება არც მეტოქის მწვრთნელს რობერტო მარტინესს დაავიწყდა:

"ის ძალიან მწვავე და ცოცხალი იყო. ეს მაღალი დონის ფეხბურთელი პრემიერლიგაში საუცხოოდ ჩაეწერა. ერნანდესი სულ რამდენიმე თვეა, რაც ინგლისშია და უკვე დაიგდო აქაური ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე თავდამსხმელის სახელი. მის შესახებ მთელმა მსოფლიომ ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როდესაც ის მექსიკაში თამაშობდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი აშკარა იყო, რომ "ჩიჩარიტო" დიდ გუნდში გადასასვლელად იყო მზად".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული