სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის შეხვედრებში, "ჩიჩარიტომ" კარში სულ ცამეტჯერ დაარტყა და აქედან 9 ბადეში შეაგდო - დაგვეთანხმებით, თქმა იმისა, რომ ეს ბიჭი ნიჭიერი ბიმბარდირია, მისი უნარის აღსაწერად ნამდვილად არ ყოფილა საკმარისი.
ამიტომაც არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები მშვიდად.
"ის ძალიან მწვავე და ცოცხალი იყო. ეს მაღალი დონის ფეხბურთელი პრემიერლიგაში საუცხოოდ ჩაეწერა. ერნანდესი სულ რამდენიმე თვეა, რაც ინგლისშია და უკვე დაიგდო აქაური ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე თავდამსხმელის სახელი. მის შესახებ მთელმა მსოფლიომ ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როდესაც ის მექსიკაში თამაშობდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი აშკარა იყო, რომ "ჩიჩარიტო" დიდ გუნდში გადასასვლელად იყო მზად".