მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ფეხბურთელი ახალ კლუბს ეძებს

AutoSharing Option
81 წლის დიკი ბორტვიკი, ასაკის მიუხედავად, ფეხბურთის თამაშს აგრძელებს.

ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელიც 2012 წელს ოფიციალურად ყველაზე მოხუც ფეხბურთელად დაასახელეს მსოფლიოში, აგრძელებს ფეხბურთის თამაშს და ახალი კლუბის ძიებაშია.

ბორტვიკის ყოფილი კლუბი "უაიკ რეინჯერსი" დორსეტიდან, სადაც ის ბოლო 40 წლის განმავლობაში ვეტერანთა გუნდში თამაშობდა, დაიშალა.

"პრობლემა იმაშია, რომ არც ისე ბევრი ვეტერანების გუნდი დარჩა. თითქმის ყველა დაიშალა. ჯერ კიდევ ბევრი რამე შემიძლია, ამიტომ თქვენი გუნდი არ შეცდება, თუ მოედნის მარცხენა ფლანგზე ორ კვირაში ერთხელ მაინც გამიყვანს", - თქვა ბორტვიკმა The Mirror-თან ინტერვიუში.

Sportall.Ge

დიკიმ ფეხბურთის თამაში 1947 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მას "მანჩესტერ იუნაიტედშიც" კი უთამაშია.

"სიჩქარე დავკარგე, მაგრამ ძველებურად სწრაფად ვფიქრობ და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად ვიღებ. ვაპირებ, თამაში გავაგრძელო. ჩემი ფეხები და მუხლები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია", - აღნიშნავს ბორტვიკი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მივცეთ პასპორტი და ვათამაშოთ ნაკრებში.
giga
17:23 14-12-2016
0
ნაკრებში მარჯვენა მცველად უეჭველი - სხვა თუ არაფერი, სტაბილურობას შეგვძენდა :)
GEORGIA
17:48 14-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული