ჟოზე მოურინიო "მანჩესტერიდან" წამსვლელებზე ჩამოყალიბდა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ ბასტიან შვაინშტაიგერისა და მემფის დეპაის შემდეგ მორგან შნედერლენსაც დაულოცა გზა.

დიდი ალბათობით, ეს სამეული იანვარში "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს. დეპაისა და შნედერლენის მთავარ მსურველად ლივერპულის "ევერტონი" რჩება და გასარკვევი ახლა ისაა, "კანფეტები" ამ მოთამაშეებს შეიძენენ თუ იჯარის წესით აიყვანენ, გამოსყიდვის პერსპექტივით.

შვაინშტაიგერი კი ფიქრობს, მას რამდენიმე ევროპული გუნდიც ეპატიჟება და ამერიკიდანაც აქვს შემოთავაზება.

ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამსტერდამის "აიაქსის" 15 წლის ვუნდერკინდით, დაიშავნ რედანითაა დაინტერესებული. ეს ფეხბურთელი ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და თავისი აშკარა პროგრესითა და კარგი თამაშით "წითელი ეშმაკების"
ყურადღება მიიქცია.

პარალელურად, მოურინიო აღმზრდელობით სამუშაოს ატარებს მარკუს რაშფორდთან. პორტუგალიელი ღელავს იმაზე, რომ 19 წლის რაშფორდის ტალანტზე ძალიან ბევრი საუბარია და იგი ამ ზეწოლის გაძლებას ვერ ახერხებს. ჟოზე აღშფოთებული დარჩენილა იმით, რომ "ტოტენჰემთან" მატჩისას მარკუსს ორჯერ გაუძვრინეს ბურთი ფეხებშუა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული