ტურინის "იუვენტუსმა" "კროტონეს" სტუმრად ანგარიშით 2:0 მოუგო. გოლები მარიო მანჯუკიჩმა და გონსალო იგუაინმა გაიტანეს.
"მილანმა" კი სტუმრად "ბოლონიას" მინიმალური ანგარიშით სძლია. ერთადერთი გოლის ავტორი მარიო პასალიჩი 89-ე წუთზე გახდა. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" გოლამდე ორი ფეხბურთელი გაუძევეს.