იტალიის თასი. ფინალი: "იუვენტუსი" - სამიდან ერთი ტიტული უკვე არის! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* ტურინის "იუვენტუსმა" ზედიზედ მესამედ მოიგო იტალიის თასი. აქამდე ეს არც ერთ იტალიურ გუნდს არ გაუკეთებია.

* რაც მასიმილიანო ალეგრი წვრთნის "იუვენტუსს" გუნდმა "ლაციოს" ათივე დაპირისპირება მოუგო, 20 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

* "იუვეს" ფეხბურთელებმა ფინალში შვიდჯერ დაარტყეს კარისკენ და შვიდივე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

"იუვენტუსმა" სეზონის პირველი ტროფეი მოიგო - მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის თასის ფინალში "ლაციო" დაამარცხა და ისტორიული ტრიპლეტისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა - ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელსაც ერთ სეზონში სამი ტურნირი აქვს მოგებული, "ინტერია" და "იუვეს"
კარგი შანსი აქვს, რომ ანალოგიურ წარმატებას მიაღწიოს.

იტალიის თასის ფინალი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა - "იუვენტუსი" სტარტზევე დაწინაურდა - ალექს სანდრომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, დანი ალვეში კი ბურთს საჭირო ადგილზე დახვდა და კარში გადაგზავნა - 1:0. ამ ეპიზოდიდან 10 წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც ტურინელებმა კუთხური ჩააწოდეს, ლეონარდო ბონუჩიმ კი ყველას აჯობა და რომაელთა კარში მეორე გოლი შეაგდო - 2:0.

"იუვენტუსმა" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ნათელი გახდა, რომ გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვედა მართალია, თამაშის დასრულებამდე 70 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ "იუვე" 2-ბურთიანი ფორის გამნიავებელი არ ჩანდა. მასიმილიანო ალეგრიმ სიტყვა შეასრულა - "რომასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, საჭირო ცვლილებებს მიმართა და სულ სხვა "იუვე" ვიხილეთ - გუნდი რომელსაც კლასის ხარჯზე შეუძლია ასეთი მატჩების მოგება.
ალეგრიმ 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და თუ ჯანლუიჯი ბუფონს არ ჩავთვლით, ძირითად შემადგენლობაში ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაამწესა - სასწორზე ტიტული იდო და ექსპერიმენტების დრო არ იყო - "იუვეს" სჭირდებოდა ეს ტროფეი და მოიგო კიდეც...

იტალიის თასი მოგებულია - ამ უქმეებზე, "იუვე" "კროტონეს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში სკუდეტოსაც დაისაკუთრებს - ეჭვი არაა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის ჩემპიონიც გახდება და რჩება ერთი მატჩი, რომელიც 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება...

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ეს იყო საოცარი პირველი ტაიმი. ბიჭებს დიდი მადლობა ამისთვის და მადლობა მეტოქესაც კარგი თამაშისთვის. გიჟური ტაიმის მერე, მეორეში გადავწყვიტეთ მიღწეული დაგვეცვა, რადგან წინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს "კროტონესთან".

იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 დანი ალვეში (12), 2:0 ბონუჩი (24)
იუვენტუსი (4-2-3-1): ნეტო - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - რინკონი, მარკიზიო - დანი ალვეში, დიბალა (78 ლემინა), მანჯუკიჩი - იგუაინი
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი (53. ანდერსონი), დე ვრეი (69. ალბერტო), ვოლასი - ბასტა, პაროლო (21. რადუ), ბილია, სავიჩი, ლულიჩი - კეიტა, იმობილე
მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი გუნდია,მაგრამ რეალთან ძალიან გაუჭირდება...--დანი ალვეში და მარსელო კი ბრაზილიურ კარნავალს მოაწყობენ ერთ ფლანგზე...
ბესო
16:44 18-05-2017
0
იუვემ ჩემპიონთა ლიგის ფინალი თუ ასე ითამაშა მაშინ ყველა ვარიანტში წააგებს ფინალს, თამაში უნდა გააუმჯობესოს.
ხვიჩა
13:00 18-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული