მასიმილიანო ალეგრის გუნდმა "კროტონეს" უმასპინძლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა მეტოქე - იტალიის თასის შემდეგ "იუვემ" ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო და დუბლი შეასრულა, წინ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ტურინულ გრანდს შანსი აქვს, ისტორიულ მიზანს მიაღწიოს და ტრიპლეტი შეასრულოს - ამისთვის კარდიფში მადრიდის "რეალის" დამარცხებაა საჭირო...
"იუვემ" "კროტონეს"
სანამ "იუვენტუსი" საჩემპიონო შეხვედრას გამართავდა, იქამდე "რომამ" და "ნაპოლიმ" ჩაატარეს თავიანთი მატჩები. დედაქალაქელები "კიევოს" ესტუმრნენ და ჰოკეის ანგარიშით სძლიეს მეტოქეს - 5:3. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, 2:2 და ვერონელებმაც ბევრი პრობლემა შეუქმნეს მეტოქეს, თუმცა მეორეში "რომამ" იძალა და დიდი უპირატესობა მოიპოვა. სტუმართაგან დუბლი სტეფან ელ შაარავიმ და მოჰამედ სალაჰმა შეასრულეს, ერთი გოლი კი ედინ ჯეკოს ანგარიშზეა - ეს უკანასკნელი ბომბარდირობისთვის იბრძვის და ამ გოლს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მთლიანობაში, "რომამ" დაჯაბნა მეტოქე და თუ სახლში "ჯენოასაც" დაამარცხებს, ჩემპიონატს მეორე ადგილზე დაასრულებს, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა.
"ნაპოლიმ" "ფიორენტინა" მიიღო და დიდი ანგარიშით სძლია მეტოქეს - 4:1. ნეაპოლელთაგან დუბლი დრის მერტენსის ანგარიშზეა, რომელიც ედინ ჯეკოს მისდევს, ბომბარდირობაში ეცილება და ბოსნიელს მხოლოდ ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება. თითო გოლი კალიდუ კულიბალიმ და ლორენცო ინსინიემ მიითვალეს აქტივში - მთლიანობაში, ნეაპოლელებმა მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს.
მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იმედი გამოთქვა, რომ ბოლო ტურში "რომას" ფეხი დაუცდება, მისი გუნდი "სამპდორიას" დაამარცხებს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლებს, რაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ასპარეზობას ააცილებს. სარის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მისმა გუნდმა იტალიაშიც და ევროარენაზეც ღირსეულად იასპარეზა.
"მილანმა" საკუთარ კედლებში "ბოლონია" დაამარცხა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა - "ფიორენტინა" და "ინტერი" "როსონერის" ვეღარ შესწვდებიან...
XXXVII ტური
კიევო-რომა 3:5
გოლები: 1:0 კასტრო (15), 1:1 ელ შაარავი (28), 2:1 ინგლეზე (37), 2:2 სალაჰი (42), 2:3 ელ შაარავი (58), 2:4 სალაჰი (76), 2:5 ჯეკო (83), 3:5 ინგლეზე (86)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი (57. ფრეი), ცეზარი, გობი - დეპაოლი, რადოვანოვიჩი, ბასტიენი - კასტრო (46. პელისიერი) - ბირსა, ინლგეზე (87. ვინატო)
რომა (4-3-3): სჩესნი - რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი - პარედესი, დე როსი, სტროტმანი - ელ შაარავი (71. ნაინგოლანი), სალაჰი (82. პეროტი), ჯეკო (86. ტოტი)
მაყურებელი: 14 000
ნაპოლი-ფიორენტინა 4:1
გოლები: 1:0 კულიბალი (8), 2:0 ინსინიე (36), 3:0 მერტენსი (57), 3:1 ილიჩიჩი (60), 4:1 მერტენსი (64)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - ზელინსკი, ჟორჟინიო (69. დიავარა), ჰამშიკი (65. როგი) - ინსინიე, კალეხონი, მერტენსი (79. პავოლეტი)
ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, დე მაიო, გონსალო, ოლივერა (54. ბაბაქარი) - ვესინო, ბადელი - კრისტოფორო (54. ტელიო), ბერნარდესკი, ილიჩიჩი - კალინიჩი (81. საპონარა)
მაყურებელი: 45 000
მილანი-ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 დეულოფეუ (69), 2:0 ჰონდა (73), 3:0 ლაპადულა (90)
მილანი (3-5-2): დონარუმა - გომესი, პალეტა, რომანიოლი - დეულოფეუ (კუტრონე), პასალიჩი, მონტოლივო, ბერტოლაჩი (46. ფერნანდესი), ვანიონი - ლაპადულა, ბაკა (58. ჰონდა)
ბოლონია (4-2-3-1): მირანტე - ტოროსიდისი, გასტალდელო, ჰელანდერი, მბაიე (64. კრაფტი) - ტაიდერი, დონსა - დი ფრანჩესკო (15. ოკვონკვო), ვერდი, კრეიჩი (16. რიცო) - დესტრო
მაყურებელი: 50 000
ემპოლი-ატალანტა 0:1
გოლი: 0:1 გომესი (13)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (51. დიმარკო), ბუჩელი (34. ელ ჰაჯი), კროჩე - ელ ქადური - პუჩარელი (66. ტიამი), მაკარონე
ატალანტა (3-4-2-1): გოლინი - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კესიე (71. გრასი), ფრეულერი, სპინაცოლა (84. ჰატებოერი) - გომესი, პეტანია (78. პალოსკი) - კურტიჩი
მაყურებელი: 14 000
ჯენოა-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 რიგონი (32), 2:0 სიმეონე (54), 2:1 ლიაიჩი (89)
ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - ბირასკი (77. ნიჩამი), ბურდისო, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი, ველოზო, კოფიე, ლაქსალტი - რიგონი (63. მუნიოსი) - სიმეონე (60. პანდევი), პალადინო
ტორინო (4-2-3-1): ჰარტი - დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, აველარი - ასკუა (61. ლოპესი), ბაზელი (18. ლუკიჩი) - იტურბე (68. იაგო), ლიაიჩი, ბოიე - ბელოტი
მაყურებელი: 21 000
იუვენტუსი-კროტონე 3:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (12), 2:0 დიბალა (39), 3:0 ალექს სანდრო (83)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ალვეში, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო - პიანიჩი (84. რინკონი), მარკიზიო (74. ლემინა) - კუადრადო (70. ბარძალი), დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი (34. სამპირიზი), ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (78. აკოსტი), ბარბერისი, კრიზეტიგი, ნალინი - ტონევი (57. ნვონკვო), ფალჩინელი
მაყურებელი: 41 000
სასუოლო-კალიარი 6:2
გოლები: 1:0 მანიანელი (7), 2:0 ბერარდი (12), 3:0 პოლიტანო (13), 3:1 საუ (25), 4:1 სენსი (34), 5:1 იემელო (56-პენ.), 5:2 იონიცა (60), 6:2 მატრი (90)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, ანტეი, აჩერბი, პელუზო - მანიანელი, სენსი, აკვილანი (75. ბიონდინი) - ბერარდი, იემელო (56. მატრი), პოლიტანო (84. რაგუზა)
კალიარი (4-2-3-1): რაფაელი - ისლა, პიზაკანე, ალვეში, მურუ - პანაიოტისი, პადოინი (46. იონიცა) - ფარიასი, პედრო (74. ჰანი), საუ - ბორიელო (61. ფარაგო)
მაყურებელი: 12 000
უდინეზე-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ტერო (5), 1:1 მურიელი (64-პენ.)
უდინეზე (4-4-2): სკუფეტი - სილვა, დანილო, ანჯელა, ფელიპე - ალფრედსონი (90. ევანდრო), ბალიჩი (60. ბადუ), იანკტო, დე პაული - ტერო (61. მატოსი), საპატა
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, პავლოვიჩი - ბარეტო (82. ბუდიმირი), ჯურიჩიჩი (54. ფერნანდესი), ტორეირა - პრაეტი (77. ლინეტი) - მურიელი, შჩიკი
გაძევება: დე პაული (47. უდინეზე), დანილო (65. უდინეზე) - მურიელი (65. სამპდორია)
მაყურებელი: 14 000
ლაციო-ინტერი 1:3
გოლები: 1:0 კეიტა (18-პენ.), 1:1 ანდრეოლი (31), 1:2 ჰოედტი (37-საკ. კარში), 1:3 ედერი (74)
ლაციო (3-5-2): ვარჯიჩი - ვოლასი, დე ვრი (59. ბასტა), ჰოედტი - ანდერსონი (78. კრეკო), სავიჩი, ბილია, ალბერტო (67. ლომბარდი), ლულიჩი - კეიტა, იმობილე
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო (23. სანტონი), ანდრეოლი - კანდრევა, გალიარდინი, მედელი (86. ბანეგა), ნაგატომო - ბროზოვიჩი, პერიშიჩი - ედერი (81. პინამონტი)
გაძევება: კეიტა (66. ლაციო), ლულიჩი (78. ლაციო)
მაყურებელი: 35 000
ორშაბათი. 22 მაისი
პესკარა-პალერმო 22:45
ბომბარდირები: 28 - ედინ ჯეკო (რომა); 27 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო).
ბოლო ტური
28 მაისი:
ატალანტა-კიევო, პალერმო-ემპოლი, რომა-ჯენოა, ბოლონია-იუვენტუსი, კროტონე-ლაციო, კალიარი-მილანი, სამპდორია-ნაპოლი, ფიორენტინა-პესკარა, ტორინო-სასუოლო, ინტერი-უდინეზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"