49 წლის სპეციალისტის ძველი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში სრულდებოდა. ეს სეზონი ალეგრისთვის ტრიუმფული გამოდგა, იტალიაში გუნდმა ოქროს დუბლი მიითვალა - სკუდეტო მოიპოვა და იტალიის თასიც მოიგო. "იუვეს" სულ ცოტა დააკლდა ევროპულ ტრიუმფამდე - ფინალში გავიდა, მაგრამ იქ "რეალთან" 1:4 დამარცხდა. ამ წაგების მიუხედავად, "ბებერი ქალბატონის" ბოსები ალეგრის გარჯით კმაყოფილები დარჩნენ.
"ნაბიჯ-ნაბიჯ ალეგრი "იუვენტუსთან" ერთად ისტორიას წერს, ის უკვე ლეგენდაა. ახლა დრო მოვიდა ახალი გამოწვევებისა და ახალი
ალეგრი "იუვენტუსს" 2014 წლიდან წვრთნის. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ" სამი სკუდეტო მოიპოვა, სამჯერ მოიგო გუნდმა ქვეყნის თასიც, ხოლო სუპერთასი - ერთხელ. საერთო ჯამში, კლუბის ზედიზედ ექვსი სკუდეტო, ზედიზედ სამი კოპა და ზედიზედ სამი ოქროს დუბლი იტალიის ახალი რეკორდებია. სერია A-ში "იუვემ" ალეგრის ხელმძღვანელობით 114 შეხვედრიდან 84 მოიგო, ჯამში კი 269 ქულა დააგროვა. გუნდმა 224 გოლი გაიტანა და 71 გაუშვა.
ალეგრის ახალი ხელფასიც მშვენიერია - ის მომავალ სეზონში 5,5 მილიონ ევროს მიიღებს (რომელიც ბონუსებით შესაძლოა, 6-6,5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს). ხელშეკრულების ბოლო წლისთვის ალეგრის ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.
ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" გენერალური დირექტორი): "მოლაპარაკებისას პრობლემები არ გვქონია, როგორც დავგეგმეთ, ისე შევასრულეთ. ალეგრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებით, კლუბი სტაბილურობის გარანტიას იძლევა".
ამასობაში, ტურინულ კლუბში არ განმარტავენ ლეონარდო ბონუჩის შესაძლო გაყიდვაზე მედიაში გაჩენილ ინფორმაციას. "მედიასეტის" ცნობით, 30 წლის ბონუჩი შესაძლოა, "სიტის" ან "ჩელსის" 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიჰყიდონ. მოგეხსენებათ, "ჩელსის" თავკაც ანტონიო კონტეს ბონუჩისთან უმუშავია და მისი ფასი კარგად იცის, ხოლო "სიტის" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბონუჩის მის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად მიიჩნევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"