მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სიმონე სკუფეტი (უდინეზე), ალესიო კრანიო (ბენევენტო)
მცველები: ანტონიო ბარეკა (ტორინო), დავიდე ბირასკი (ჯენოა), დავიდე კალაბრია (მილანი), მატია კალდარა (ატალანტა), ანდრეა კონტი (ატალანტა), ალექს ფერარი (ვერონა), ნიკოლა
ნახევარმცველები: მარკო ბენასი (ტორინო), დანილო კატალდი (ჯენოა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ალბერტო გრასი (ატალანტა), მანუელ ლოკატელი (მილანი), ლორენცო პელეგრინი (სასუოლო)
თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ალბერტო ჩერი (პესკარა), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), ლუკა გარიტანო (ჩეზენა), ანდრეა პეტანია (ატალანტა)
540 მილიონი ევრო
ლუიჯი დი ბიაჯოს სია მართლაც შთამბეჭდავია - ფეხბურთელების უმეტესობამ სერია A-ს გასულ გათამაშებაში ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 540 მილიონი ევროა - ანუ საშუალოდ ერთი ფეხბურთელი თითქმის 24 მილიონი ევრო ღირს, რითაც ბევრი ეროვნული და მათ შორის, ტოპ-ნაკრები ვერ დაიკვეხნის.
20 ფეხბურთელი ელიტაში
ლუიჯი დი ბიაჯოს განაცხადში სულ 23 ფეხბურთელია და აქედან 20 სერია A-ს გუნდში ასპარეზობს. მხოლოდ სამი ფეხბურთელი ირიცხება სერია B-ს გუნდებში და ისინიც სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებად მოიაზრებიან - მათ შორის, ერთი ალესიო კრანიო გახლავთ "ბენევენტოდან", რომელიც მესამე მეკარეა და ისიც ვთქვათ, რომ "ბენევენტო" სერია B-ს პლეი ოფშია და შესაძლოა, ელიტარულ ლიგაში ავიდეს.
14 ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან
დი ბიაჯოს განაცხადიდან 14 ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, რამდენიმე მათგანი კი უკვე რეგულარულად ხვდება "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში. მაგალითად, ბოლო სანაკრებო შეკრებაზე ჯან პიერო ვენტურას განაცხადში ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად სწორედ ახალგაზრდული ნაკრების მეკარეები ჰყავდა: ჯიჯი დონარუმა და სიმონე სკუფეტი. ეროვნულ გუნდს უკვე გაუშინაურდნენ "იუვენტუსის" მცველი დანიელე რუგანი, "სასუოლოს" ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი, "ინტერის" შუახაზელი რობერტო გალიარდინი და "ფიორენტინას" შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი. დი ბიაჯოს განაცხადში უნდა იყოს ალესიო რომანიოლი, მაგრამ "მილანის" ცენტრალური მცველი ტრავმირებულია.
მხოლოდ გამარჯვება
იტალიაში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პოლონეთში ლუიჯი დი ბიაჯოს სუპერგუნდი მიჰყავს - მიზანი ერთადერთია: "აძურინი" ევროპის ჩემპიონი უნდა გახდეს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი. იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ჩეხეთთან, დანიასთან და გერმანიასთან ერთად მოხვდა. ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და პლუს, საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. "აძურინის" მწვრთნელი, ლუიჯი დი ბიაჯო მისი გუნდის გარშემო არსებული აჟიოტაჟით შეშფოთებულია და მედიას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს:
"ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ გუნდის გარშემო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს - ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არც სხვებს ეყოლებათ სუსტი გუნდები. ასე რომ, თითოეულ შეხვედრაში დიდი ბრძოლა მოგველის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაგრამ სხვა გუნდებზეც დადეთ მსგავსი მსუყე სტატიები.თუნდაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მი-მო-გეხილათ,სადაც ხვალ ფინალია და ნახევარფინალში ინგლისმა თქვენს ნაქებ იტალიას ტაბუ დაადო!