"მილანმა" მარცხი აღიარა - ჯიჯი დონარუმა მიდის!

AutoSharing Option
"მილანის" ფანები შიშნარევი იმედით ელოდნენ კლუბის ხელმძღვანელთა და ჯანლუიჯი დონარუმას წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგებს.

გუშინ "მილანელოს" ბაზის თავზე თეთრი კვამლი ვერ დაინახეს - 18 წლის სუპერტალანტმა საბოლოოდ უარი განაცხადა "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

მოგვიანებით, "მილანი" იძულებული გახდა, ოფიციალურად ეღიარებინა მარცხი. კლუბის დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, რომ ჯიჯი არ მოაწერს კონტრაქტს ხელს, ძალაში რჩება ძველი, რომელსაც ყავლი ზუსტად ერთ წელიწადში გასდის.

ეს კი, უდიდესი ალბათობით, იმის მაჩვენებელია, რომ დონარუმა "მილანის" ლეგენდა ვერ გახდება და კლუბიდან ამ ზაფხულსვე წავა - წინააღმდეგ შემთხვევაში, "მილანი" მას
თითქმის უფასოდ დაკარგავს, კლუბი მხოლოდ ფეხბურთელის აღზრდისთვის ფიფას მიერ დადგენილ კომპენსაციას მიიღეს. ასე რომ, "მილანი" იძულებულია გაყიდოს - მთავარ მყიდველად კი მადრიდის "რეალს" ასახელებენ.

"დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ შეგვატყობინა, რომ მისმა კლიენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ის კონტრაქტს არ გააგრძელებს, - განაცხადა ფასონემ. - ჩვენ მას კარგი წინადადებით მივმართეთ, ფეხბურთელმა ჩვენი შეთავაზება განიხილა და რამდენიმე ჩასწორება გააკეთა, არამარტო ეკონომიკური ხასიათისა.

შემდეგ კი შეგვატყობინა, რომ არ არის თანახმა. ასე რომ, ჯიჯი "მილანს" 2018 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის. დონარუმას გადაწყვეტილებამ გაგვაკვირვა, ის ხომ "მილანის" მომავალი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს მწარე გამოცდილებაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვეთანხმები ......-ს :)
მაგრამ მთლად არა.დიდი მიზნებისთვის თუ იბრძვი,"კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო",ნათქვამია.როგორ შემტევ ფეხბურთსაც არ უნდა თააშობდე,კარგი მეკარე აუცილებლად უნდა გყავდეს.
zaza
16 ივნისი 2017 12:33
0
12-ტში იძახდა მილანში სახლი უნდა ვიყიდოვო, ახლა მიდის? აქ მასონური აგენტურა, შეგნებული პოლიტიკაა და დონარუმას ბრალი არ არის! რეალს ებრაელები ფლობენ და ცხადია ფინანსური პრობლემა არარსებობს, შემთხვევითი არ არის რომ რეალი არარსებობს როგორც გუნდი, რომელსაც სულ მსაჯები ეხმარებიან, ასევე როგორც ბარსელონა იყო, ფეხბურთი არარსებობს როგორც სპორტი, არამედ როგორც ეკონომიკა! ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადვილად გადაიბირებ, არავის ეგონოს შემთხვევით რომ რეალში სულ ვარსკვლავები თამაშობდნენ. მხოლოდ სულელი ვერ მიხვდება სპორტში რახდება! ერთი გუნდი, ნაკრები ყველგან როცა არასოდეს ყოფილა ისტორიაში.
...
16 ივნისი 2017 12:23
0
სავარაუდოდ "მილანმა" იცოდა ყველაფერი და ფასსაც შესაბამისს დაადებს. კარგია რომ მეკარეში აღებული ფულით ვინმე ნორმალურ მოთამაშეს იყიდის. დონარუმა კი ვერც ბუფონი გახდება და ვერც კასილიასი. მან წყალწაღებული აუტსაიდერებისგან 10-მდე გოლი გაუშვა იტალიაში და სეზონში 45, მარტო ჩემპიონატში. წარმომიდგენია "ბარსელონა", "ატლეტიკო", "სევილია" და კიდევ რამდენი გუნდია რომელიც დონარუმას უბრალოდ დირკას დირკაში გაუტარებენ. ერთობ სასიამოვნო ინფორმაციაა "მილანის" გულშემატკივრებისთვის, რადგანაც "მილანი" ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და მეკარეზე ნაკლებად იყო დამოკიდებული "იუვენტუსივით". კი იყიდა ნოიერი "ბაიერნმა" მაგრამ გერმანიის ჩემპიონობის გარდა რას იგებს. გოლის გატანაა პრობლემა თორემ ერთი ერთზე მეკარესთან მეც გავიტან 10-დან 7-ს და ვერანაირი დონარუმა ვერ შემიშლის ხელს, თუ მცველები არ მიეხმარნენ.
..........
16 ივნისი 2017 11:34
0
რა ქენი გუდუნა ეს? :D
sos
16 ივნისი 2017 11:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული