სკანდალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე: დონარუმას დოლარები ესროლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სკანდალი მოხდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს იტალიისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

კრაკოვში გამართული შეხვედრა, რომელშიც იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეტოქეს 2:0 მოუგო, მთლად ჩვეულებრივი ვერ გამოდგა.

იტალიელებმა გამარჯვებით კი გაიხარეს, მაგრამ ამ შუქს ჩრდილიც გვარიანი დაჰყვა. საქმე ისაა, რომ თამაშის მსვლელობისას "მილანის" გულშემატკივრებმა იტალიის ნაკრების მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას ყალბი დოლარები ესროლეს.

ამ ისტორიის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცით: "მილანის" იმედს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა. როგორც ირკვევა, პოლონეთში ეს აქცია სწორედ "როსონერის" ქომაგებმა დაგეგმეს და მოიყვანეს სისრულეში.

ინციდენტმა იმდენად სერიოზული
ხასიათი მიიღო, რომ შეხვედრის არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა, რათა მომსახურე პერსონალს სტადიონი გაესუფთავებინა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თამაში გაგრძელდა.

გარდა ამისა, "მილანის" ქომაგებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: "დოლარუმა". ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ დონარუმას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიის ნაკრებიდან სამუდამოდ უნდა ამოშალო ეგ კაცი დონადონა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული